6 ნოემბრამდე, მანჰეტენზე მდებარე გალერეაში „Morrison Hotel Gallery“, ჰოლივუდის „ოქროს“ ეპოქის ვარსკვლავების ფოტოების ნახვა იქნება შესაძლებელი. ექსპოზიცია სახელწოდებით „Private Moments of Hollywood's Golden Era: The Photography of Sid Avery“ ფოტოგრაფ სიდა ეივერის ნამუშევრებს მოიცავს, რომლებიც 1940-60-იან წლებშია გადაღებული.