მეუღლესთან დაშორებამდე, ყველაზე ლამაზ დამნაშავედ ცნობილმა ჯერემი მიქსმა რომანი ბრენდ „ტოპშოპის“ მდიდარ მემკვიდრესთან, ქლოე გრინთან გააბა. წყვილის მდიდრული დასვენების ამსახველი ფოტოებით მსოფლიო მედია არაერთხელ აჭრელდა. ამჯერად კი, დასავლური ტაბლოიდები მოიაზრებენ, რომ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.