LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Radiohead » გვერდი 5

Radiohead

Radiohead-ის ახალი ალბომი „A Moon Shaped Pool“ ბრიტანული ალბომების ჩარტის პირველ ადგილზე განთავსდა. აქამდე ტომ იორკის ჯგუფი აღნიშნული რეიტინგის სათავეში რელიზებით „OK Computer“, „Kid A“, „Amnesiac“, „Hail to the Thief“ და „In Rainbows“ იმყოფებოდა.
ჯგუფმა Radiohead თაყვანისმცემლებს რიგით მეცხრე დისკი „A Moon Shaped Pool“ წარუდგინა. ალბომის პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩია, რომელთან ერთადაც ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა თავისი ნამუშევრების უმეტესობა ჩაწერა.
Radiohead-მა გადაწყვიტა, თავის თაყვანისმცემლებს განწყობა აუმაღლოს და სიმღერაზე „Burn the Witch“ კლიპი წარმოადგინა. კომპოზიცია რამდენიმე წლის წინ არის ჩაწერილი, თუმცა საზოგადოებამ ის მხოლოდ ახლა მოისმინა.
Radiohead-ის წევრებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი სტუდიური ალბომის მხარდასაჭერად ზაფხულში ტურნეს გამართავენ.