რესტორანი ”ელარჯი” მომხმარებელს სოფლის ნატურალური პროდუქციით დამზადებულ კერძებს სთავაზობს. ყურადღება ძირითადად მეგრულ სამზარეულოზეა გამახვილებული, თუმცა მენიუ საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეების კერძებსაც მოიცავს. როგორც ”ელარჯის” გენერალურმა დირექტორმა მიშა ბარამაშვილმა განაცხადა, რესტორანში სხვადასხვა სახეობის ყველიც იწარმოება, მათ შორის სულგუნი.