რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა რიტა ორამ „ინსტაგრამზე“ ზღვის სანაპიროზე, ჩამავალი მზის ფონზე გადაღებული ფოტო გააზიარა, რომელზეც 27 წლის ვარსკვლავი საკმაოდ თამამ საცურაო კოსტიუმში პოზირებს.
ბოლო დროს, რიტა ორა ახალ სიმღერებს ხშირად არ აქვეყნებს, თუმცა ამ დღეებში მომღერალი ახალი კლიპის გადაღებებზე დააფიქსირეს. პროცესში მომღერალმა ფორმა რვაჯერ გამოიცვალა, მათ შორის იყო სპორტული, კლასიკური და საქორწინო ვიზუალიც კი.