რობი უილიამსმა გადაწყვიტა, ახალი წლისთვის თაყვანისმცემლები დააინტრიგოს. მაშინ, როდესაც ვარსკვლავების ერთი ნაწილი ნაძვის ხის ფონზე გადაღებულ ფოტოებს აზიარებს, უილიამსმა გადაწყვიტა, რომ ტანსაცმლის გარეშე უკეთ გამოიყურება.
ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun-ის ცნობით, 4 ნოემბერს რობი უილიამსის ალბომი „Heavy Entertaiment Show“ გამოვა. უკვე ცნობილია, რომ დისკზე უილიამსთან ერთად ედ შირანი, ბრენდონ ფლაუერსი, სტიუარტ პრაისი და გაი ჩემბერსი მუშაობდნენ.