როზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ და ჯეისონ სტეტჰემმა საიდუმლოდ იქორწინეს - ასეთი დასკვნა გააკეთეს თაყვანისმცემლებმა მოდელის უკანასკნელი ფოტოდან, რომელიც მან „ინსტაგრამზე“ განათავსა.
მოდელმა როზი ჰანტინგტონ უაიტლიმ „ინსტაგრამზე“ გააზიარა პოსტი, სადაც თაყვანისმცემლებს მიანიშნა, რომ ის უკვე დედა გახდა. პოსტს ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მოდელის გამომწერებმა დაწერეს, რომ სულმოუთქმელად ელოდებიან, როდის იხილავენ მათ პატარას.
29 წლის ბრიტანელი სუპერმოდელი როზი ჰანტინგტონ უაიტლი მიიჩნევს, რომ ორსულობა არ არის მიზეზი, საყვარელ ჩაცმულობაზე, თუნდაც საკმაოდ თამამზე უარი თქვა. სამხრეთ კორეის დედაქალაქში მოდელი მოკლე ვარდისფერი, ღრმა დეკოლტეთი გაფორმებული კაბით მივიდა.