იანვრის დასაწყისში დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ 50 წლის მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი მამობისთვის ემზადებოდა. პრესის მტკიცებით, მისი მეგობარი გოგონა, მოდელი როზი ჰანტინგტონ-უაიტლი ორსულად არის. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ დადასტურდა, რაც ამ დღეებში პაპარაცებმა ლამაზმანის მომრგვალებული მუცელი დააფიქსირეს. ცნობისმოყვარე ფოტოგრაფების ობიექტივში როზი ლოს-ანჯელესის აეროპორტში მოხვდა.