სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონში მისი შემქმნელების მიდგომა ერთგვარად შეიცვლება. მას შემდეგ, რაც მე-5 სეზონში სანსა სტარკის გაუპატიურების სცენა აჩვენეს, დენ ვაისმა და დევიდ ბენოფმა გადაწყვიტეს მომდევნო ნაწილი შედარებით რბილად გააგრძელონ.
ტელეარხმა HBO სერიალ „სამეფო კარის თამაშებიდან“ ახალი კადრები გამოაქვეყნა. ვიდეორგოლი, რომელიც მეექვსე სეზონის კადრებს შეიცავს, „ტვიტერში“ გააზიარეს. რგოლში ჩანან სერსეი ლანისტერი, დრაკონების დედა დაიენერისი და რამსი ბოლტონი ცხენზე.
„სამეფო კარის თამაშების“ პრემიერამდე 4 თვეზე მეტი დრო რჩება და ახალი ეპიზოდების გადაღებებიც აქტიურ ფაზაშია შესული. HBO-მ გადაწყვიტა მე-6 სეზონისადმი მაყურებელს ინტერესი კიდევ უფრო გაუზარდოს. სწორედ ამისთვის არხმა თიზერი-პოსტერი გამოაქვეყნა, რომლის სახეც, რა თქმა უნდა, ჯონ სნოუ გახდა.
„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონის მსახიობთა შემადგენლობა ყველაზე მასშტაბური იქნება სერიალის ისტორიაში. ამ დღეებში არსებული ქასტი კიდევ ერთი მსახიობით გაიზარდა - მე-6 სეზონში ინდური კინოს ვარსკვლავი ნილ ნიტინ მუკეში გამოჩნდება.