LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო კარის თამაშები

სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ მთელს პლანეტაზე საკმაოდ პოპულარულია. სანამ ერთგული თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რა მოხდება მეშვიდე სეზონში, სხვები სხვა მიმართულებით ფანტაზიორობენ.
„სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონი 2017 წლის ზაფხულში გამოვა. ინფორმაციას HBO-ზე დაყრდნობით The Hollywood Reporter ავრცელებს.
თანამედროვე სერიალებში თანაბრად მოწინავე ადგილები ძალადობის, ომის, ბრძოლისა და სილამაზის თემებს ეთმობათ. მაგალითისთვის კი ყველაზე პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ მოყვანა შეიძლება.
“სამეფო კარის თამაშები“ რეკორდებს ხსნის, თუმცა გარდა საუკეთესო სცენარის წოდებისა და ყველაზე დიდი აუდიტორიისა, სერიალი ნეგატიური კუთხითაც გამოირჩევა: ამ მომენტისთვის მასში მოკლული პერსონაჟების რიცხვი 400-ს უტოლდება.
„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონი ახლა დაიწყო და HBO უკვე ფინალისთვის ემზადება. სწორედ არხზე დაყრდნობით გაჩნდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სეზონის ბოლო სერია, „სამეფო კარის თამაშების“ არსებობის მანძილზე ყველაზე გრძელი იქნება.