Mobile World Congress-ზე კომპანია Samsung „ჭკვიან“ ფეხსაცმელს წარმოადგენს. სიახლე Samsung's Creative Lab-ში შეიქმნა და ის აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც მომხმარებლის პოზას და ბალანსს აკონტროლებს, მიღებული ინფორმაციით კი აწვდის ინფორმაციას, როგორ გააუმჯობესოს ფიტნეს-რეჟიმი ან მაგალითად, როგორ დაარტყას სწორედ გოლფზე.
"სანდენსის" კინოფესტივალზე, კომპანია Samsung-მა ვირტუალური რეალობის კინოსტუდიის გახსნის შესახებ განაცხადა. კომპანია არ აკონკრეტებს, რომელ სტადიაზეა პროექტი, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ კინოსტუდია Samsung-ის ერთ-ერთ არსებულ ოფისში განთავსდება.