პორტალი Hollywood Life წერს, რომ ჯასტინ ბიბერი ახალ ალბომზე მუშაობს და მას მეგობარ გოგოს, სელენა გომესს უძღვნის. ამ გზით, კანადელი ვარსკვლავი წარსულის შეცდომების გამოსწორებასა და ნდობის მოპოვებას თავიდან ეცდება.
მას შემდეგ, რაც სელენა გომესმა ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობა აღადგინა, გომესს საკუთარი ოჯახის წევრების ნაწილთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რომლებიც მისი და ბიბერის კავშირის წინააღმდეგები იყვნენ.