„შაკირა განრისხებულია“ – ჟერარ პიკემ 23 წლის შეყვარებული გამოაჩინა
სულ ცოტა ხნის წინ პიკესა და კლარას ფოტო გავრცელდა, ფეხბურთელი შეყვარებულს გვერდიდან არ შორდებოდა და მას კოცნიდა
სულ ცოტა ხნის წინ პიკესა და კლარას ფოტო გავრცელდა, ფეხბურთელი შეყვარებულს გვერდიდან არ შორდებოდა და მას კოცნიდა
„ისინი თავიანთ კავშირს რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდნენ. გოგონას სოციალური ქსელიდან გაქრობა მოუწია, რათა აგრესია თავიდან აერიდებინა“, - აცხადებს ინსაიდერი
შაკირა მაიამის აეროპორტში შვილებთან ერთად გადაიღეს. 45 წლის არტისტი შესანიშნავ ფორმაში იყო
შაკირასა და ჟერარ პიკეს დაშორების შემდეგ არტისტმა შვილების ამერიკაში წაყვანა გადაწყვიტა
მას სულაც არ ეტყობოდა აღშფოთება ან დამწუხრება. ლურჯ მაისურსა და ჯინსის მოკლე შორტში გამოწყობილი შაკირა იღიმოდა და მომსახურე პერსონალს მხიარულად ესაუბრებოდა