გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ. მალევე, მომღერლის აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო, რამდენიმე საათის წინ კი, სპორტმენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას და შაკირას ყველაფერი კარგად აქვთ.
ბოლო დროს, დასავლურმა მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ შაკირას და ჟერარ პიკეს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ერთხელ უკვე უარყო, როგორც ჩანს, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა. ვარსკვლავები ერთმანეთს დაშორდნენ და უკვე ცალ-ცალკეც ცხოვრობენ.
ამ დღეებში, დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ შაკირასა და ჟერარ პიკეს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ და ისინი დაშორებას გეგმავენ. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შაკირა შვილებთან ერთად სახლიდანაც წავიდა.
შაკირასა და ჟერარ პიკეს რომანი 2011 წელს დაიწყო. 7 წლის განმავლობაში წყვილს ორი ვაჟიშვილი შეეძინა, თუმცა ორივე მათგანის განცხადებით, დაქორწინებას არ აპირებენ, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ, თუმცა მიმდინარე წლის მაისში პიკემ განაცხადა, რომ ქორწილი მაინც იქნება.