LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » შერლოკი

შერლოკი

ბრიტანული სერიალის, „შერლოკის“ მეოთხე სეზონის პირველი სერია ეკრანებზე 2017 წლის 1 იანვარს გამოვა. ინფორმაცია პროექტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დადასტურდა. პირველ სერიას „The Six Tatchers“ ერქმევა და ცნობილი ხდება, რომ ის აშშ-სა და ბრიტანეთში ერთდროულად გამოვა.
ცნობილი გახდა „შერლოკის“ მომდევნო ორი სერიის სახელწოდება. მეოთხე სეზონის ახალი ეპიზოდები BBC One-ის ეთერში 2017 წელს გამოვა და პირველ ორ სერიას „The Six Thatchers“ და „The Lying Detective“ ერქმევა.
„შერლოკის“ შემქმნელებმა თაყვანისმცემლებს მორიგი ოფიციალური ფოტო წარუდგინეს, სადაც ჩანს, რომ ბენედიქტ კამბერბეტჩის პერსონაჟს, ექიმ უოტსონის გარდა, ახალი ოთხფეხა დამხმარე ჰყავს.
„შერლოკის“ მეოთხე სეზონის გადაღებები ცოტა ხნის წინ დაიწყო. პრემიერამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, შესაბამისად სერიალის თაყვანისმცემლებს საკმარისი დრო აქვთ, სიუჟეტის განვითარების შესახებ გარკვეული ფანტაზიები მოიშველიონ. განსაკუთრებით კი ამ ყველაფერში მათ პროექტის სცენარისტი, მარკ გეტისიც დაეხმარა.
12