LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Sia » გვერდი 6

Sia

სია ჯეიმს კორდენის „კარაოკე მანქანას“ ესტუმრა. მომღერალმა საკუტარი და სხვა ცნობილი ჰიტები შეასრულა, მათ შორის: „Chandelier“, „Elastic Heart“, „Alive“, „Titanium“, ასევე რიანას „Diamonds“.
სიას YouTube-ის ოფიციალურ არხზე მისი ახალი ნამუშევრის - „Unstoppable“ პრემიერა შედგა. სიმღერის ავტორები თავად მომღერალი და ახალგაზრდა ბრიტანელი პროდიუსერი კრის ბრააიდი არიან, რომელმაც სიას უკანასკნელ დისკზე „1000 Forms of Fear“ იმუშავა.
სიას ახალმა ალბომმა ოფიციალური რელიზის თარიღი მიიღო: დისკი სახელწოდებით „This Is Acting“ 2016 წლის 29 იანვარს გამოვა. ამ დღეებში კი მომღერალმა მისი გარეკანი წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ ალბომში შესულია ის სიმღერები, რომლებიც თავდაპირველად ბიონსესთვის, ადელისთვის და რიანასთვის იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ სიას ხვდა წილად.
ავსტრალიერმა მომღერალმა სიამ სიმღერაზე „Alive“ კლიპი გამოაქვეყნა. ვიდეო არატრადიციულ სტილშია გადაღებული. 4-წუთიან რგოლში ადამიანების ჯგუფი ჩანს, რომლებიც შავ ფერში არიან გამოწყობილები, თავზე კი შავ-თეთრი პარიკები ახურავთ.