LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » The Weeknd|სელენა გომესი

The Weeknd|სელენა გომესი

The Weeknd-მა ”ინსტაგრამზე” სელენა გომესის ახალი ფოტო განათავსა. მასზე გომესი მის მუხლებზე ზის და კომპიუტერს თამაშობს. თაყვანისმცემლებში ამ კადრმა საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაზე ლამაზი და მუსიკალური წყვილია თანამედროვე შოუ-ბიზნესში.
სელენა გომესისა და The Weeknd-ის რომანი ახალი მიმართულებით ვითარდება. ადრე ტაბლოიდები წერდნენ, რომ წყვილი დაქორწინებას გეგმავს, ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ კანადელ მუსიკოსს სელენასგან შვილები სურს.
გასულ შაბათს, სელენა გომესმა თავისი 25-ე დაბადების დღე იზეიმა. წვეულებას, რომელმაც მომღერლის მეგობრების გარემოცვაში გაიმართა, გომესისთვის მთავარი ადამიანი - The Weeknd აკლდა. როგორც გაირკვა, დროის უქონლობის გამო მან საყვარელი ქალის იუბილეზე მისვლა ვერ მოახერხა.
სელენა გომესმა პირველად ისაუბრა მისი და The Weeknd-ის რომანზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.