გასულ უქმეებზე სელენა გომესი და The Weeknd რომანტიკულ ვახშამზე იმყოფებოდნენ. წყვილი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც იტალიური რესტორნიდან Rao's გამოდიოდა.
სელენა გომესისა და The Weeknd-ის რომანის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი. წყვილი ერთმანეთს დაახლოებით 5 თვეა ხვდება და მთელს თავისუფალ დროს ერთმანეთის გარემოცვაში ატარებს.
სელენა გომესის ახალი ბოიფრენდი, The Weeknd სიხარულით მიიღეს არამარტო მისმა თაყვანისმცემლებმა, არამედ ოჯახმაც. ამისი მორიგი დადასტურება ის იყო, რომ კანადელი რეპერის კოცერტზე, რომელიც ამ დღეებში ტეხასის შტატში გაიმართა, გომესის ახლობლები დაესწრნენ, ფოტოები კი სოციალურ ქსელში განათავსეს.
სელენა გომესი და The Weeknd-ის რომანს უკვე დიდი ხანია არ მალავენ, თუმცა ერთობლივი ფოტო ქსელში მოხლოდ ახლა გააზიარეს. ამ დღეებში კანადელმა მუსიკოსმა თავის „ინსტაგრამზე“ თავის რჩეულთან ერთად გადაღებული სელფი გააზიარა.