უფასო Wi-Fi უკვე დიდი ხანია, დასვენების ადგილის არჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია: ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს იქ, სადაც მუდმივად ონლაინ ყოფნას შევძლებთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ინტერნეტში ფულს არ ვიხდით. თუმცა ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ მომსახურებისთვის გადახდა მაინც მოგიწევთ.