ოსკაროსანი რეჟისორი, კევინ მაკდონალდი უიტნი ჰიუსტონის ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს. ამ მომენტისთვის ცნობილი ხდება, რომ რეჟისორმა გადაწყვიტა, ჰიუსტონი ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვიჩვენოს, როგორიც ის რეალურად იყო. თავის ფილმში მაკდონალდი უიტნის დრამატული კარიერის ყველა აღმასვლას და დაცემას აღწერს.