6 წლის წინ, მსახიობ ველ კილმერს რთული დიაგნოზი, ყელის კიბო დაუდგინეს. ხანგრძლივი მკურნალობისა და ქიმიოთერაპიების კურსების შემდეგ მსახიობმა კიბო დაამარცხა
მსახიობი ველ კილმერი ჰავაიზე პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ბოლო დროს გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ მას ყელის სიმსივნე აქვს, როგორც ჩანს სიმართლეს შეესაბამება.
ცოტა ხნის წინ პრესაში ველ კილმერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაიწერა. ოდესღაც სიმპატიური მამაკაცი ძალიან გამხდარი და შეცვლილი დააფიქსირეს პაპარაცებმა. თავად მსახიობმა ეს ინფორმაცია უარყო. ამ დღეებში კი წყაროს ცნობით, კილმერი, რომელიც უარს ამბობს წამლების მიღებასა და მკურბნალობაზე, ნელ-ნელა კვდება.