პროექტმა Red Hot გადაწყვიტა გავრცელებული სტერეოტიპი დაემსხვრია და წითური მამაკაცებისადმი დამოკიდებულება შეეცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი მან კალენდარი გამოუშვა, სადაც წითური მამაკაცები სრულიად შიშვლები პოზიორობენ. კალენდარი გაყიდვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოვა და შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.