ჩინური Xiaomi რეკორდებისკენ სვლას ელვის სისწრაფით განაგრძობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლეი ციუნის თქმით, სექტემბრის განმავლობაში მათ 10 მილიონი სმარტფონი გაყიდეს, რაც რეკორდს წარმოადგენს.
ამ დღეებში, კომპანია Xiaomi-ის მარკეტინგის დირექტორმა, დონოვან სანმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ახერხებენ ისინი ასეთი იაფი სმარტფონების წარმოებას. მისი თქმით, საქმე წარმატებულ შეფუთვას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ეკოსისტემას შეეხება.