ამერიკის ყველაზე ლამაზი დამნაშავე, ჯერემი მიქსი დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს. ლონდონში ის მოდის ჩვენებასა და ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩაფრინდა, თუმცა საზღვრის კონტროლის თანამშრომლებმა 8 საათიანი ლოდინის შემდეგ ის ქვეყანაში არ შეუშვეს და უკან, სამშობლოში გააბრუნეს. მისი მენეჯრის განცხადებით, ყველა დოკუმენტი მწყობრში იყო, ამიტომ ვერ გაიგეს, რა მოხდა ამჯერად, რადგან არავის არაფერი აუხსნია.
მსოფლიოში ყველაზე სიმპატიურმა დამნაშავემ, ჯერემი მიქსმა თავისი პირველი პროფესიონალური ფოტო გამოაქვეყნა. ეს არის პორტრეტი, რომელშიც ყოფილი პატიმარი საკალათბურთო კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ კეპში პოზირებს.