შვედური მუსიკალური სერვისის, Spotify-ს მფლობელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თავის გერმანულ კონკურენტთან, SoundCloud-თან. ეს უკანასკნელი შესაძლოა Spotify-ს კუთვნილება გახდეს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
„ბრედ პიტი მოკვდა“ - სწორედ ასეთი შინაარსის ვირუსს ავრცელებენ ჰაკერები. ვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ თითქოს Fox News იუწყება, თუმცა მას შემდეგ, რაც ბმულზე გადახვალთ, კომპიუტერზე ან სმარტფონზე ვირუსი ჩამოიტვირთება.
Telegram-ის მესენჯერშო გაჩნდა აპლიკაცია, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ჩაცმულობაზე, ამინდის შესაბამისად იზრუნებს. სიახლე მოგცემთ რჩევებს ფერთა შეხამებაზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე.
ამერიკულმა მარკამ Michael Kors კომპანია Fujifilm-თან ერთად დიზაინერული ფოტოაპარატი შექმნა. სიახლეს Michael Kors X Fujifilm Instax Mini 70 ჰქვია და მისი ოფიციალური პრეზენტაცია ქალაქ კიოლნში, Photokina 2016-ის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე შედგება.
ვიეტნამურმა კომპანიამ Karalux, რომელიც ცნობილი ტექნო-გიგანტების ნაწარმს ოქროთი და სხვა მდიდრული აქსესუარებით უშვებს, ამჯერად Apple-ის ახალი ნაწარმით დაინტერესდა. ამჯერად კი iPhone 7-ის რიგი დადგა.
თავის ახალ აპლიკაციაში - Google Trips, კომპანია Google 200 ტურისტულ მარშრუტს გვთავაზობს. ინფორმაციასთან წვდომა ოფლაინ რეჟიმში ყოფნის დროსაც გექნებათ. აპლიკაცია ავტომატურად დაგიგემავთ ადგილებს, რომლის ნახვაც მომავალში შეგეძლებათ. მომსახურებაში ბილეთისა და სასტუმროს ნომრის დაჯავშნა და სხვა ინფორმაციების მოძიება შედის.
კომპანია Apple-მა მოდაში შემოიტანა არამარტო სმარტფონები, არამედ გვაჩვენა, რამდენად კომპაქტური შეიძლება იყოს ნოუთბუქი. შედეგად კი MacBook-ს ბაზარზე ათობით კლონი ჰყავს.
HTC გამოსასვლელად ახალ სმარტფონს - Desire 10 Lifestyle ამზადებს. ვიზუალურად სიახლე Desire 10 Pro-ს ჰგავს, თუმცა მისი მახასიათებლები უფრო მოკრძალებულია.
კომპანიამ Elephone კლავიატურის საკმაოდ საინტერესო ეგზემპლარი წარმოადგინა. EleEnterGame2 - სწორედ ასე ჰქვია სიახლეს, რომელსაც ერგონომიული დიზაინი, RGB სისტემის განათება სხვადასხვა რეჟიმით, შემთხვევითი დაჭერისა და მარტივი გაწმენდის ფუნქციები აქვს.
iPhone7-ისა და iPhone 7 Plus-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, კომპანია Samsung Electronics -მა მოკლე ვადებში გადაწყვიტა თავისი ახალი სმარტფონის, Galaxy Note 7-ის გამოშვება. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, Samsung-ის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო თავისი ნაწარმის წარმატებაში, ამიტომ ტექნიკურ ჯგუფს მოსთხოვა, რეკორდულად მოკლე დროში დაესრულებინა მასზე მუშაობა, რათა iPhone7-ის პრეზენტაცია „გადაეფარა“.
კომპანია Apple-მა ეკო-ჩანთა დააპატენტა, ინფორმაციას გამოცემა The Verge ადასტურებს. კორპორაციის განცხადებით, სიახლის განსაკუთრებულობა მის შიგნით თეთრი ქაღალდია, რომლის 60% გადამუშავებული მასალისგან არის დამზადებული.