LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 176

Hi Tech

პელე კომპანია Samsung-გან 30 მილიონ დოლარს ითხოვს

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, Samsung Electronics-ის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღძრა. ლეგენდარული სპორტსმენი კომპანიისგან 30 მილიონ დოლარს ითხოვს და ამტკიცებს, რომ ამ უკანასკნელმა უკანონოდ გამოიყენა მისი ორეულის ფოტო. ორეულს კი იმიტომ უწოდებს, რომ არსად მისი სახელი ნახსენები არ არის.

მოწყობილობა, რომელიც მანქანაში უყურადღებოდ დატოვებულ პატარას გადაარჩენს

ამერიკულმა სტარტაპმა - Sense a Life შექმნა მოწყობილობა, რომელიც მანქანაში უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვს „გადაარჩენს“. თანხების მოძიება Kickstarter-ზე უკვე დაიწყო.

Sony Playstation თამაშები სმარტფონებში გადაინაცვლებს

Sony ახალ კომპანიას აფუძნებს, რომ თამაშების სმარტფონებში გადანაცვლება რეალობად იქცეს. შვილობილი კომპანია აზიაში იმუშავებს და IOS და Android მოწყობილობებისთვის თამაშებს განავითარებს.

მომდევნო iPhone-ს შესაძლოა მინის კორპუსი ჰქონდეს

2017 წელს, კორპორაციამ Apple, შესაძლოა, მთლიანად განაახლოს iPhone-ების ხაზი. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომდევნო სმარტფონები მინის კორპუსით და მოხრილი, 5,8 დიუიმიანი Amoled-დისპლეით იყოს.

Ideal Conceal – იარაღი და სმარტფონი ერთ მოწყობილობაში

მინესოტას შტატში იარაღი - Ideal Conceal წარმოადგინეს, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონს წარმოადგენს. როგორც გამოცემა CNN Money წერს, აღნიშნული სიახლის იდეა კირკ ჩელბერგს ეკუთვნის. მეცნიერმა გადაწყვიტა ცეცხლსასროლი იარაღი შეექმნა, რომლის ტარებაც გარშემომყოფებისთვის უსაფრთხო იქნებოდა.

Zeblaze ჭკვიანი საათის გამოსაშვებად ემზადება

წლის დასაწყისში, ჩინურმა კომპანიამ Zeblaze ახალი ჭკვიანი საათი Zeblaze Cosmo წარმოადგინა, რომელსაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს და მხოლოდ 70 დოლარი ღირს.

CTL J5 – ტრანსფორმერი ქრომბუქი

ახალი ქრომბუქის, CTL J5-ის ანალოგებისგან საკმაოდ დიდი უპირატესობით გამოირჩევა. მას 11,6 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ერთგვარ ტრანსფორმერს წარმოადგენს, რომელიც პორტატული კომპიუტერიდან პლანშეტად კეთდება.

Google კლავიატურას iOS-თვის შექმნის

Google-ში iOS-ის ოპერაციული სისტემისთვის კლავიატურაზე მუშაობენ. როგორც გამოცემა The Verge იუწყება, სიახლეზე მუსაობა უკვე რამდნეიმე თვეა მიმდინარეობს.

როგორ გავახანგრძლივოთ iPhone 6-სა და iPhone 6 Plus-ის ელემენტის მუშაობის დრო?

Apple-ის მერვე თაობის სმარტფონებს - iPhone 6-სა და iPhone 6 Plus-ს საკმაოდ მყარი ბატარეა აქვს, თუმცა მისი მეპატრონეები ხშირად ჩივიან, რომ ტელეფონი მალე ჯდება და ხშირად, უადგილო ადგილას.

ცოცხალი რვეულები

გაყიდვაში გამოვიდა ახალი თაობის, ცოცხალი, 4D რვეული, რომელზე გამოსახული გმირებიც ცოცხლდებიან. საკმარისია რვეულის ყდისკენ მიმართოთ კამერა და გაცოცხლებული გმირები თქვენს გამხიარულებას ან შეშინებას შეეცდებიან.