LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 183

Hi Tech

სოციალურ ქსელში თანამშრომლების პირად მიმოწერას უფროსი გააკონტროლებს

სტრასბურგის ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამუშაო საათების განმავლობაში, დამქირავებელი სოციალურ ქსელში თანამშრომლების მიმოწერას გააკონტროლებს. ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული კანონი ელექტრონულ ფოსტასაც შეეხება.

სმარტფონს პრინტერთან დაკავშირება ფოტოს საშუალებით “ასწავლეს”

მეცნიერებმა სპეციალური აპლიკაცია შექმნეს, რომლის საშუალებითაც სმარტფონის დაკავშირება ამა თუ იმ მოწყობილობასთან იქნება შესაძლებელი, ეს ყველაფერი კი კამერის საშუალებით.

სნუპ დოგმა ბილ გეითსს Xbox-ის შეკეთება სთხოვა (ვიდეო)

რეპერმა სნუპ დოგმა კომპანია Microsoft-ს და ბილ გეითსს მიმართა, Xbox Live-ის პრობლემას მიხედოს. ვიდეომიმართვა რეპერმა თავის „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

რობოტი, რომელიც დალევაზე უარს არასოდეს გეტყვით (ვიდეო)

სამხრეთკორეელმა მეცნიერმა რობოტი, სახელად Drinky შექმნა, რომელიც მარტოხელა ადამიანებს ყველაზე უიმედო მდგომარეობიდან გამოიყვანს. თუ გვერდით არცერთი მეგობარი არ გყავთ, თქვენ კი დალევა გინდათ, Drinky ყოველთვის მზად იქნება კომპანიონობა გაგიწიოთ.

Facebook-ის ახალი აპლიკაცია ახალი შესაძლებლობებით

Facebook-მა აპლიკაცია Mentions ანდროიდის მომხმარებლებისთვის გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიახლით სარგებლობა ვერიფიცირებული ექაუნთების მქონე მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის საზოგადო მოღვაწეების პირადი გვერდის სამართავად გამოიყენება.

კომპანიამ Vertu „ბენტლისთვის“ ანდროიდ-სმარტფონი შექმნა

ბრიტანულმა მწარმოებელმა Vertu, კომპანია „ბენტლისთვის“ ახალი სმარტფონი წარმოადგინა. მოწყობილობის სახელწოდება Signature Touch for Bentley გახდა. გაჯეტს მთელი რიგი ფუნქციები აქვს, მაგალითად „ბენტლის“ ყველა მოდელთან ინტეგრაცია, მოპარვის შემთხვევაში სრული ბლოკირება ან ინფორმაციის ავტომატური წაშლა.

Apple-მა შესაძლოა iPhone 5s-ის გაუმჯობესებული ვერსია გამოუშვას

კომპანია Apple 4 დიუიმიან სმარტფონზე - iPhone 5e მუშაობს, რომელიც iPhone 5s-ის გაუმჯობესებული ვერსია იქნება. ასო „е“-ს სრული სახელწოდება მოწყობილობას სიტყვიდან - „enchanced“ ექნება, რაც ინგლისურად „გაუმჯობესებულს“ ნიშნავს.

მაღვიძარა-ხალიჩა მანამდე არ გაჩერდება, სანამ მასზე ორივე ფეხით არ დადგებით

სიახლე, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა გაყიდვაში, დაგარწმუნებთ, რომ თქვენ აღარასოდეს გეძინებათ ზედმეტი. კანადელი სპეციალისტების მიერ შექმნილი მაღვიძარა-ხალიჩა გაიძულებთ საწოლიდან ადგომას.

Sony-მ ვარდისფერი Xperia დააანონსა

კომპანია Sony Mobile Communications ახალი სმარტფონის, Xperia Z5 Pink-ის გამოსვლა დააანონსა. მოდელის ტექნიკური მახასიათებლები უცვლელია, მწარმოებელი არ აზუსტებს ვადებს, ასევე გამოსვლის მიახლოებით დროს.

დევიდ ბოუის სახელი „ტვიტერის“ მსოფლიო ტრენდებს შორის მოხვდა

ბრიტანელი მომღერლის, დევიდ ბოუის სახელი „ტვიტერის“ მსოფლიო ტრენდებს შორის მოხვდა. მომხმარებლები მწუხარებას გამოთქვამენ მუსიკოსის გარდაცვალების გამო და მის ვიდეოებსა და სიმღერებს აზიარებენ. ტრენდებში მოხვდა ასევე ფილმი „ლაბირინთი“, სადაც ბოუი მონაწიელობს.

Apple Music-ს 10 მილიონი გამომწერი ჰყავს

მუსიკალური სერვისის, Apple Music-ის გამომწერთა რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია. ცნობილი ხდება, რომ ამ რეზულტატის მისაღწევად Apple Music-ს 2, ხოლო მის მთავარ კონკურენტს - Spotify-ს 6 წელი დასჭირდა.

TP-LINK სამ ახალ სმარტფონს გამოუშვებს

TP-LINK უმეტესად ქსელური აღჭურვილობით არის ცნობილი (უსადენო როუტერები და ა.შ.), თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია მეზობელი ბაზრის დაპყრობასაც გეგმავს, რომელიც მარკის Neffos სახელით გამოვა.

ხელოვნური ინტელექტი სილამაზის კონკურსის ჟიური გახდება

„ხელოვნური ინტელექტი“ - სულ უფრო აქტუალური თემა და ტერმინია თანამედროვე ტექნოლოგებსა და ახალ ამბებში. ამჟამად ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, რადგან ცნობილი ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტი სილამაზის კონკურსის ჟიური გახდება. უნიკალური პროექტი ისეთი კომპანიების ხელშეწყობით შეიქმნა, როგორებიც არის: NVIDIA, Microsoft, Cyber Future, RYNKL და სხვები.