ისტორიკოსებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ რეალურ ფაქტებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ამახინჯებენ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მოვლენა ყოველთვის ამა თუ იმ მითთან ერთად მოიხსენიება.
ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ საკუთარი ბრენდის, CR7-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც მზიან სანაპიროსა და ტროპიკულ განწყობას ეძღვნება. სარეკლამო კამპანიის სახე ტრადიციულად თავად რონალდო გახდა.
ცნობილი ადამიანების ერთი ნაწილი ამას სპეციალურად აკეთებს, რათა ყურადღება მიიქციონ, სხვები კი - შემთხვევით, დაუგეგმავად. ასეა თუ ისე, თითოეული მათგანი პაპარაცების სამიზნე უკვე გახდა, ხოლო თაყვანისმცემლებმა ბევრი დასცინეს.
ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელმა, ჰიუ ჰეფნერმა და მისმა ვაჟიშვილმა კუპერმა, რომელიც მამის ბიზნესს უდგას სათავეში, განაცხადეს, რომ გამოცემის ყდაზე შიშველ მოდელებს დააბრუნებენ. გადაწყვეტილებას ეროტიკაზე უარის თქმის შესახებ, მათ შეცდომა უწოდეს.
ლოლიტას თაყვანისმცემლების რიცხვი უკვე მილიონობით ადამიანს შეადგენს: ფერადკანიანმა გოგონამ, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დაიპყრო. სოციალურ ქსელებში ის Black Hannah Montana-ს სახელით არის დარეგისტრირებული, ფოტოების ატვირთვა კი ცოტა ხნის წინ დაიწყო.
კომპანია „უოლტ დისნეის“ დირექტორმა, ბობ აიგერმა „ავატარის“ თემატური პარკის გახსნის თარიღი დაასახელა. ცნობილი ხდება, რომ Pandora – The World of Avatar ხელმისაწვდომი უკვე 27 მაისს გახდება. პარკი ფლორიდაში განთავსდება. აიგერი დარწმუნებულია, რომ ის ძალიან პოპულარული იქნება.
კეიტ მიდლტონის დის, პიპა მიდლტონის ქორწილი 20 მაისს გაიმართება. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად ცერემონიას პრინც ჰარის რჩეული, მსახიობი მეგან მარკლიც დაესწრება.
პოლონეთში არსებობს პატარა სოფელი სახელად ზალიპი, სადაც ყველა შენობა მოხატულია. აყვავებული სახლების ისტორია შორეული წარსულიდან დაიწყო, როდესაც ერთმა ადგილობრივმა ჭერზე ყვავილი იმ მიზნით მიახატა, რომ ღუმელის მიერ წარმოქმნილი მური დაეფარა. ცუდი ვენტილაციის გამო, მური ყველა ოჯახში მარტივად ჩნდებოდა, ამიტომ ყვავილის ავტორს სხვებმაც მიბაძეს და პატარა სოფელი მალევე „აყვავდა“.
ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი, 18 წლის მალია ჰარვი ვაინშტაინის საპროდიუსერო კომპანიაში - The Weinstein Company სტაჟირებას გადის. გოგონა შემოსულ სცენარებს ახარისხებს და ამ საქმეში საათში 9 დოლარს იღებს. მალიამ მუშაობა 30 იანვარს დაიწყო.
„მის სამყაროს“ გამარჯვებული 24 წლის ფრანგი მოდელი, ირის მიტენარი გახდა. ფინალისტების სამეულში ჰაიტისა და კოლუმბიის წარმომადგენლები - 25 წლის რაკელ პელისე და 23 წლის ანდრეა ტოვარი მოხვდნენ. „მის სამყაროს“ რიგით 65-ე კონკურსს ფილიპინების დედაქალაქი მანილა მასპინძლობდა.