ბოლო პერიოდში მოდის სტანდარტებს სულ უფრო მეტი ცვლილება ეხება. იცვლება ზომები და დამოკიდებულება. მაგალითად, ვიქტორია ბექჰემის უკანასკნელ ჩვენებაზე, დიზაინერი ანორექსიის პროპაგანდაში დაადანაშაულეს, რადგან პოდიუმზე ერთმანეთს ზედმეტად გამხდარი მოდელები ცვლიდნენ, ამასთან მათი ასაკი 17 წლიდან იწყებოდა.
გიყვარდეს ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება - არც ისე მარტივად შესასრულებელი ამოცანაა. განსაკუთრებით კი თუ ცნობილი ხართ და მილიონობით ადამიანი გეთაყვანებათ.
ჯანლუკა ვაჩი, რომელმაც სახელი „ინსტაგრამზე“ განთავსებული ვიდეოებითა და ცეკვისადმი სიყვარულით გაითქვა, მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. ისევე, როგორც წინა ცეკვების დროს, პარტნიორობას მას ახალგაზრდა მეუღლე უწევს.
პროექტმა Red Hot გადაწყვიტა გავრცელებული სტერეოტიპი დაემსხვრია და წითური მამაკაცებისადმი დამოკიდებულება შეეცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი მან კალენდარი გამოუშვა, სადაც წითური მამაკაცები სრულიად შიშვლები პოზიორობენ. კალენდარი გაყიდვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოვა და შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრები, პრინცები უილიამი და ჰარი და კეიტ მიდლტონი ლონდონში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
კომპიუტერული უსაფრთხოების ინჟინერმა და ბლოგერმა, ანილ პოლატმა მოგზაურობის მოყვარულთათვის საკმაოდ სასარგებლო მასალა შექმნა. მის ქმნილებას WiFox ჰქვია და ეს არის ინტერაქტიული რუკა, რომელიც მსოფლიოს მსხვილი აეროპორტების Wi-Fi-ს პაროლებს შეიცავს.
ცნობილია, რომ ველოსიპედი - გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა. პოლონურმა კომპანიამ TPA Sp. z o.o მოიფიქრა, როგორ გახადოს ის უფრო უსაფრთხო, ხოლო ველოგასეირნება - უფრო დასამახსოვრებელი.
ოქტომბერში კონკურსი Comedy Wildlife Photography Awards 2016 დასრულდა. გამარჯვებულის გამოვლენამდე კი ღონისძიების „ინსტაგრამზე“ საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდა.
ჟურნალმა „ფორბსმა“ ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა და უკანასკნელი წლის ყველაზე მდიდარი ადამიანი გამოავლინა. უკვე 23-ედ უმდიდრესი ადამიანის ტიტულს არავის უთმობს Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი. გამოცემის ცნობით, გეიტსის მდგომარეობა 81 მილიარდ დოლარს შეადგენს.