დიდი ხნით ადრე, ვიდრე 2015 წლის ნოემბერში, სოციალურ ქსელში 20 კილოგრამით გამხდარი კრის ჰემსვორტის ფოტო საზოგადოებას შოკში ჩააგდებდა, მისი ბევრი კოლეგა თავს არ ზოგავდა, რათა სასურველი როლისთვის არა 1 ან 2, არამედ ათეულობით კილოგრამი დაეკლო.
“ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე მკვეთრად სხვადასხვა დროს დავიბადეთ“ - ასეთი განცხადება გააკეთა ბრიტანელმა მოდელმა რიჩარდ ბიდულმა მას შემდეგ, რაც თავის თავსა და რუსთაველს შორის მსგავსება აღმოაჩინა.
ანალიტიკოსებმა ყველაზე ბედნიერი ქვეყნები გამოავლინეს. რეიტინგი ისეთი მაჩვენებლების მიხედვით შედგა, როგორც ადამიანების ცხოვრების პირობები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და სხვა მაჩვენებლებია.
დოპინგის სკანდალის შემდეგ, ლეგენდარულმა რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ თითქმის ყველა ბიზნეს-პატრნიორი დაკარგა, ამჯერად კი საერთაშორისო ორგანიზაიციის ჯერი დადგა. მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის სპორტსმენს მადლობა გადაუხადა გაერომ, თუმცა არსებული სკანდალის შემდეგ, გადაწყვიტა გამოძიების დასრულებამდე შარაპოვასთან კონტრაქტი გააუქმოს.
„ცხენი პიჯაკში“ - ასეთი სახელწოდება შესაძლებელია ანეგდოტთან ასოცირდებოდეს, მაგრამ ახლა ეს უკვე რეალობაა. დოღის 2016 წლის ფესტივალისთვის - „Cheltenham“ , რომელიც ინგლისში ტარდება, მამაკაცი სწორედ ასეთ ცხენთან ერთად გამოცხადდა.
საფრანგეთში მდებარე ელიტურმა სასტუმრომ Marotte , პრინც უილიამისა და მისი მეუღლის, ასევე პრინც ჰარის მიღებაზე უარი განაცხადა. როგორც სასტუმროს წარმომადგენლებმა განმარტეს, ჯავშნის მოხსნა სხვა კლიენტებისთვის, სამეფო ოჯახის წარმომადგენლების გამო, არაეთიკური იქნებოდა.
მსოფლიოში ცნობილი ცხოველების ბიჰევიორისტი კევინ რიჩარდსონი და მის მიერ მოთვნიერებული ლომები, კომპანია Mercedes-Benz-ის სარეკლამო კამპანიის გმირები გახდნენ.
ერთ-ერთი სპორტსმენის კამერამ სწრაფი ფრინველი დააფიქსირა, რომელიც ველოსიპედისტების ჯგუფს შეუერთდა. თვითმხილველების გასაკვირად, სირაქლემამ გადაწყვიტა ველომრბოლელებთან ერთად გაერბინა.