2013 წელს კიანუ რივზი თაყვანისმცემლების რადარებიდან გაქრა: ის აღარ მონაწილეობდა ფილმებში და ცდილობდა, ნაკლებად მოხვედრილიყო საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ყველა ხვდებოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა, თუმცა ამ „ქვის კედლის“ გარღვევა მათ ვერ შეძლეს.
ერთხელ მარკ ტვენმა თქვა: „20 წლის შემდეგ თქვენ უფრო მეტად იქნებით იმედგაცრუებულნი იმით, რაც გააკეთეთ, ვიდრე იმით, რაც არ გააკეთეთ“. განსაკუთრებით ეს მათ ეხება, ვისაც მოგზაურობა და ახალი ადგილების შეცნობა უყვარს. გთავაზობთ იმ ადგილებს, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.
გლაზგოში მცხოვრებმა ქალბატონმა თავისი დღეგრძელობის მთავარ საიდუმლოდ ალკოჰოლის რეგულარული მიღება დაასახელა. ინა კარაფერსმა, რომელმაც 30 ნოემბერს 105-ე დაბადების დღე აღნიშნა, განაცხადა, რომ ყოველკვირეულად სვამდა ჯინს ფორთოხლის წვენთან ერთად.
აქამდე ირლანდიელი შენონი და შვედი სარა ერთმანეთს არ იცნობდნენ, თუმცა, ინტერნეტში შემთხვევით გადაეყარნენ და რადგან ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, მაშინვე გადაწყვიტეს რეალურად გაცნობა.
პრესტინ ბარნეტს წელს სანტასთვის საჩუქარი არ უთხოვია. 4 წლის ბიჭის საახალწლო ოცნება პატარა ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება გახდა, რომელიც ლას-ვეგასის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის.
აირის ლოუ - მსახიობ ჯუდ ლოუს და სედი ფროსტის უფროსი ქალიშვილია. გოგონა მოდელის კარიერით დაკავდა, მისი პირველი სამუშაო ბრენდის Illustrated People x Violetta Fancies You ლიმიტირებული ხაზის ფოტოსესია გახდა.
ამერიკელი ჩოგბურთელი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ გახდა „უიმბლდონის“ გამარჯვებული, გამოცემამ Sports Illustrated „წლის სპორტსმენად“ დაასახელა. იმისათვის, რომ მკითხველს უსიტყვოდ გაეგო, სერენა სამეფო ტახტზე დასვეს.
ვატიკანის „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე რომის პაპის, ფრანცისკის პირველი სელფი გამოჩნდა, როემლზეც პაპი იცინის. ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხში, აღმოჩნდა, რომ სასულიერო პირი სოციალურ ქსელში ფოტოების განთავსების წინააღმდეგი არ არის.
ასკოტის იპოდრომმა სადღესასწაულო კომბინეზონი წარმოადგინა, რომელიც სპეციალურად შოტლანდიური პონისთვის შეიქმნა. ამიერიდან, ცხოველი, სახელად დაფი, თავისუფლად ისეირნებს სუფთა ჰაერზე.
არ აქვს მნიშვნელობა, გარეთ თოვლია თუ პალმები დგას, - ახალი წელი ყველა ადგილას ნანატრი და სასურველი დღესასწაულია. და ბუნებრივია, ის წარმოუდგენელია მთავარი ატრიბუტის - ნაძვის ხის გარეშე.