ანჯელინა ჯოლი და ბრიტანელი იუველირი, რობერტ პროკოპი უკვე დიდი ხანია თანამშრომოლობენ: სწორედ მას ეკუთვნის ბეჭედი, რომელიც წლების წინ ბრედმა ენჯის უსახსოვრა.
ლედი გაგა ცდილობს, პირადი ცხოვრება ჟურნალისტებისგან მაქსიმალურად გაასაიდუმლოს, ამიტომ შეყვარებულთან ერთად ფოტოებს ხშირად არ აზიარებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან გამონაკლისი დაუშვა და კრისტიან კარინოსთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.
კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი დაინიშნენ - „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები უახლოეს მომავალში ქორწილის გადახდას გეგმავენ. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ჰარინგტონმა იმის შესახებ ისაუბრა, როგორ სთხოვა ხელი საყვარელ ქალს.
ბოლო დროს, დასავლურმა მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ შაკირას და ჟერარ პიკეს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ერთხელ უკვე უარყო, როგორც ჩანს, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა. ვარსკვლავები ერთმანეთს დაშორდნენ და უკვე ცალ-ცალკეც ცხოვრობენ.
ანჯელინა ჯოლი და ჰავიერ ბარდემი მონაწილეობას მიიღებენ ფილმში „ფრანკენშტეინის საცოლე“. გადაღებები 1 თებერვალს ლონდონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის გარკვეული დროით გადაიღო.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ფორსაჟის“ ახალი ნაწილის პრემიერა 2020 წლამდე გადაიდო, დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ კომპანია Universal ჯეისონ სტეტჰემისა და დუეინ ჯონსონის მონაწილეობით ცალკე ფილმს გადაიღებს და ის 2019 წელს გამოვა.
ახალი ალბომის გამოსვლამდე პინკმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „On the Record: P!nk — Beautiful Trauma“ დააანონსა. მასში მომღერალი მუსიკის გარდა სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება, მათ შორის დედობას, ოჯახურ ურთიერთობებს და ა.შ.
რამდენიმე დღის წინ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ემბერ ჰერდი უცნობ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს. დღეს კი გაირკვა, რომ მსახიობის ახალი რჩეული კასკადიორი და ყოფილი ფიტნეს-მწვრთნელი კელი მაკნოტია.