LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოუბიზნესი

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ყვითელი ამბების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟები ყოველდღიურად არიან. ვარსკვლავების ნებისმიერი გამოჩენა საზოგადოებაში ახალ ამბებს უდევს სათავეს.
სტუდია Sony Pictures Entertainment-მა დუეინ ჯონსონისა და ჯეკ ბლეკის მონაწილეობით ფილმ „ჯუმანჯის“ ახალი, რიგით მეორე ტრეილერი გამოაქვეყნა.
ემილია კლარკმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თმა ყვითლად აქვს შეღებილი: „მე ეს გავაკეთე. დრაკონების დედა, გაიცანი ემილია. ემილია, გაიცანი დრაკონების დედა“, - დააწერა ვარსკვლავმა ფოტოს.
ერთი თვის წინ, ლიამ პეინმა და დიჯეი ზედმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყეს და ლონდონის ქუჩებში იმპროვიზირებული წარმოდგენა გამართეს.
ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის რომანი ნახევარი წელია გრძელდება და როგორც ჩანს, ვარსკვლავები ერთმანეთს არაჩვეულებრივად ეწყობიან. როდრიგესი მას მსოფლიოში საუკეთესო ქალს უწოდებს, ლოპესი კი აღიარებს, რომ ამ ურთიერთობამ უკეთესობისკენ შეცვალა.
სელენა გომესმა ბრენდ Puma-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ვარსკვლავმა კომენტარი „ინსტაგრამზე“ თავად გააკეთა, როდესაც სარეკლამო კამპანიიდან ფოტო გააზიარა.
მსახიობმა ჰოლი ბერიმ ბოიფრენდი გამოაჩინა. სოციალურ ქსელში მან ახალი რჩეულის შავ-თეთრი ფოტო გააზიარა და დააწერა: „ჩემი ბალანსი“.
„ველური ანგელოზის“ ვარსკვლავებმა, ნატალია ორეირომ და ფაკუნდო არანამ პოპულარული სერიალის ეთერში გასვლიდან 20 წლის აღსანიშნავად ერთად გადაღებული სელფი გააზიარეს.
18 სექტემბერს, YouTube-ის ოფიციალურ არხზე Linkin Park-ის ახალი ვიდეოს „One More Light“ პრემიერა შედგა. ამ დროისთვის კლიპი, რომელიც ჩესტერ ბენინგტონის ხსოვნას ეძღვნება, 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ამ დღეებში, დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ შაკირასა და ჟერარ პიკეს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ და ისინი დაშორებას გეგმავენ. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შაკირა შვილებთან ერთად სახლიდანაც წავიდა.
ხმები იმის თაობაზე, რომ რობერტ პატინსონი და მისი საცოლე, ტალია ბარნეტი ერთმანეთს დაშორდნენ, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაჩნდა, თუმცა იმის გამო, რომ წყვილი საზოგადოებაში საკმაოდ იშვიათად ჩნდება, ამ ინფორმაციის გადამოწმება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.