LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოუბიზნესი

მიმდინარე წლის მაისში ნაომი კემპბელი 47-ე იუბილეს იზეიმებს. მიუხედავად იმისა, რომ „შავმა ავაზამ“ განაცხადა, რომ პოდიუმს ტოვებს, ფოტოსესიებზე ცნობილი ლამაზმანი უარს არ ამბობს. მოდელმა გამოცემისთვის Sorbet Magazine იპოზიორა.
ბრიტანულმა Love Magazine-მა აპრილის ნომრის პირველი კადრები გამოაქვეყნა, რომლის მთავარი გმირიც კენდალ ჯენერია. 21 წლის მოდელმა მერილინ მონროს იმიჯი მოირგო.
ფილმ „სამართლიანობის ლიგის“ ახალმა ტრეილერმა, რომელიც ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ორ დღეში 14 მილიონი ნახვა მოაგროვა. ვიდეო YouTube-ზე 25 მარტს გამოქვეყნდა და ამ დროისთვის ის 14,5 მილიონამდე ადამიანმა ნახა.
პაპარაცებმა ვარსკვლავური წყვილი - ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გააფიქსირეს. მსახიობები ერთმანეთის კომპანიაში ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
მსახიობები ამანდა სეიფრიდი და ტომას სადოსკი გოგონას მშობლები გახდნენ. ინფორმაცია წყვილის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა. ამ დროისთვის უცნობია, რა დაარქვეს პატარას.
ამერიკელი რეპერი ჯეი-ზი მოკლულ ფერადკანიან მოზარდზე, ტრეივონ მარტინზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. ბიჭი 2012 წელს ჯორჯ ციმერმანმა მოკლა, რაც ამერიკის რასიზმის შესახებ დებატების მიზეზი გახდა.
ბრიტანელი მსახიობი, ბენედიქტ კამბერბეტჩი მამამ მეორედ გახდა. მედიის ცნობით, მისი და სოფი ჰანტერის ვაჟიშვილი მარტის დასაწყისში დაიბადა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. პატარას ჰალომი დაარქვეს.
მეორე შვილის დაბადების შემდეგ, კიმ კარდაშიანი ამტკიცებდა, რომ ეს ორსულობა მისთვის უკანასკნელი იყო. ამ დღეებში, რეალითი-შოუს „Keeping Up With the Kardashians“ თიზერში კი ის აღიარებს, რომ მესამე შვილის გაჩენას გეგმავს.
ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი ერთმანეთს ორი თვის წინ ოფიციალურად დაშორდნენ. მას შემდეგ ჰერდი არაერთხელ შეუნიშნავთ ცნობილი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიაში, რაც შეეხება დეპს, მისი ახალი რომანის შესახებ ცნობილი პირველად ამ დღეებში გახდა. ვარსკვლავის ახალი რჩეული 23 წლის მსახიობი ლუსი ბოინტონია.
ტომ ჰიდლსტონისა და ტეილორ სვიფტის ტომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, თუმცა მათ შესახებ თითქმის მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა და მიიჩნევდა, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ რომანი ყოველგვარი სკანდალის გარეშე დასრულდა და დღეს ისინი მეგობრობენ.
ბრიტნი სპირსი კიბერდამნაშავეების მორიგი მსხვერპლი გახდა - ვარსკვლავის ინტიმური ვიდეო ქსელში მოხვდა. გამოცემა RadarOnline წერს, რომ რედაქციაში უცნობმა ადამიანმა გაგზავნა ვიდეო, სადაც სპირსი მამაკაცთან სექსის დროს არის გამოსახული, მამაკაცის სავარაუდო ვინაობა მისი ამჟამინდელი ბოიფრენდი სემ ასგარია.
ავსტრალიელი მომღერალი სია საზოგადოებაში პარიკის გარეშე გამოჩნდა. პაპარაცებმა ის ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირეს, საიდანაც დუბაიში კონცერტის გასამართად მიფრინავდა.