LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოუბიზნესი

ტეილორ კინისა და ლედი გაგას რომანი ცოტა ხნის წინ დასრულდა. წყვილი დანიშნული იყო და დაქორწინებასაც გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად მათ ურთიერთობა დაასრულეს. თავდაპირველად ცნობილი გახდა, თითქოს კინიმ გაგას უღალატა, თუმცა მომღერალი მალევე გამოჩნდა ახალ ბოიფრენდთან ერთად და ყველაფერი ნათელი გახდა. ტეილორი კი ჯერ ისევ მარტოა და აცხადებს, რომ ახალი ურთიერთობებისთვის მზად არ არის.
„დედპულის“ პროდიუსერები ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულან, ვინ გაუწევს რაიან რეინოლდსს კომპანიონობას მომდევნო ნაწილში. ერთ-ერთი რეალური კანდიდატია ბრედ პიტი.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიონსემ თავის თაყვანისმცემლებს გაუმხილა, რომ მალე ტყუპების დედა გახდება. ექიმებმა მას ყველანაირი აქტივობა აუკრძალეს, ამის გამო მან ფესტივალ „კოაჩელაზე“ გამოსვლაც გადადო.
ბრი ლარსონი, რომელსაც უახლოეს მომავალში კაპიტან ამერიკის როლში ვიხილავთ, მონაწილეობას მიიღებს ფილმში ამერიკის პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატის - ვიქტორია ვუდჰულის შესახებ.
22 მარტს ლონდონში ტერაქტი მოხდა: უცნობმა ადამიანმა ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, შემდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კარებს დაეჯახა, მოგვიანებით კი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ პოლიციელს დაესხა თავს, რომელიც ჭრილობების მიღების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დამნაშავის ლიდკვიდირება ადგილზე მოახერხეს.
32 წლის სკარლეტ იოჰანსონი იმ იშვიათ მსახიობებს განეკუთვნება, რომელსაც პლასტიკური ქირურგიისთვის ჯერ არ მიუმართავს. თუმცა ცოტა ხნის წინ მან მზადყოფნა გამოთქვა, ქირურგის დანის ქვეშ დაწვეს.
ყველაზე პოპულარული რეალითი - ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ცნობილი ტაბლოიდების ერთ-ერთი მთავარი ნიუსმეიკერია. ცნობილი ქალბატონი „ინსტაგრამის“ საკმაოდ აქტიური მომხმარებელია. ცნობილი ხდება, რომ მარტო ერთ სარეკლამო პოსტში მას ნახევარ მილიონ დოლარს უხდიან.
მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ არიან, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთობლივი ბიზნესით დაკავდებიან. ცნობილი გახდა, რომ წყვილი აღარ ყიდის საფრანგეთში უძრავ ქონებას, შატო მირვალს, რომელიც მათ ერთობლივად 2014 წელს შეიძინეს.