სუპერმოდელი ემილი რატაჟკოვსკი მექსიკაში ისვენებს. ლამაზმანი, რომელიც საკუთარი უნაკლო სხეულის გამოჩენას არ ერიდება, აღნიშნულ ტენდენციას განაგრძობს. მოდელმა „ინსტაგრამზე“ მორიგი თამამი ფოტოები გამოაქვეყნა, რამდენიმე მათგანში კი ის მთლიანად გაშიშვლდა.
ამერიეკლმა რეპერმა, პიტბულმა დისკი „Climate Change“ გამოუშვა. სიახლე რიგით მეცხრეა მუსიკოსის შემოქმედებაში. ფირფიტის პროდიუსერები თავად მუსიკოსი და ჰიტმეიკერი Dr. Luke არიან.
მადონა პირად ინსტრუქტორს ეძებს. პოპ-დედოფალმა გამოუშვა ვიდეო, სადაც ჩიფსებს მიირთმევს და აცხადებს, რომ თუ ცეკვისა და ფიტნესის ტექნიკას კარგად ფლობთ, უნდა განათავსოთ ვიდეო ჰეშტეგით MadonnaChallenge ან #DanceOn.
განქორწინების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა: ვარსკვლავი აქტიურად მოგზაურობს შვილებთან ერთად და მონაწილეობს ამა თუ იმ ღონისძიებებში. ამ დღეებში ჯოლიმ ინტერვიუ ბრიტანულ HELLO!-ს მისცა, სადაც საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
ქსელში გამოჩნდა ნაწყვეტი ტერენს მალიკის ფილმიდან „song to song”, რომელშიც რაიან გოსლინგი და შვედი მომღერალი ლუკე ლი ბობ მარლის ჰიტის „It Hurts To Be Alone“ ქავერს ასრულებენ.
ამანდა სეიფრიდმა და ტომას სადოსკიმ საიდუმლოდ იქორწინეს. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გადაცემაში Late Late Show გახდა, როდესაც წამყვანმა სტუმრად მისულ სადოსკის ნიშნობა მიულოცა, მან კი ამანდას „ცოლი“ უწოდა.