31 წლის სუპერმოდელმა, ირინა შეიკმა საკმაოდ უცნაურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ლამაზმანი მერტ ალასისა და მარკუს პიგოტის ობიექტივში მოხვდა. ფოტოზე კი, რომელიც ქსელში გამოქვეყნდა, მას წყალქვეშა ყვინთვის ნიღაბი უკეთია, შიშველ მკერდს კი ხელებით იფარებს.
36 წლის კიმ კარდაშიანმა თავის „ინსტაგრამზე“ მორიგი შიშველი ფოტო გააზიარა. ეს ყველაფერი კიმმა შერონ ოსბორნის კრიტიკის შემდეგ გააკეთა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რასაც კარდაშიანები აკეთებენ, საკუთარი სხეულის დემონსტრირებაა.
რამდენიმე დღის წინ, ბრიტანელმა მომღერალმა სემ სმიტმა სცენაზე დაბრუნების შესახებ განაცხადა და ახალი სინგლის პრეზენტაციის თარიღიც დაასახელა. როგორც გაირკვა, სმიტის სინგლის „Too Good at Goodbyes“ პრემიერა 8 სექტემბერს Radio 1-ის პირდაპირ ეთერში შედგება.
პაპარაცებმა შარლიზ ტერონი შვილებთან ერთად მალიბუზე დააფიქსირეს. 42 წლის ვარსკვლავი სანაპიროზე 6 წლის ჯექსონთან და 2 წლის ავგუსტასთან ერთად იყო. აღსანიშნავია, რომ მსახიობის ვაჟიშვილს აღარ ეცვა პრინცესას კაბა და გოგოსთვის დამახასითებელი სხვა დეტალებიც არ ეკეთა.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი შერიგების შესახებ ხმებს ამყარებენ. თავდაპირველად, ისინი ერთად ედ შირანის კონცერტზე შენიშნეს, ამჯერად კი ვარსკვლავები დასვენების პროცესში გადაიღეს.
4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Apple-ს თავის პირველ OLED-სმარტფონზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. ოფიციალურად დადასტურდა, რომ გასულ კვირას, თავისი ფლაგმანური სმარტფონის საბოლოო ვერსია Apple-ს ჯერ კიდევ არ მოუფიქრებია.
ფილმის „სამართებელზე მორბენალი 2049“ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მსახიობი რაიან რეინოლდსი სხვადასხვა ცნობილი გამოცემის ფოტოსესიაში მონაწილეობს. ამჯერად ის M2 Magazine-ის მთავარი გმირი გახდა.