ზეინ მალიკი აქტიურად მიჰყვება თავის სოლო კარიერას. მუსიკოსი რეგულარულად უშვებს ახალ სიმღერებსა და კლიპებს. ამ დღეებში თრექზე „Like I Would“ მან კლიპიც გამოუშვა.
დასავლურ პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლი ძალიან ეჭვიანობს ქალებზე, რომლებიც ბრედ პიტის გარშემო გადასაღებ მოედანზე ხვდებიან. ტაბლოიდები ხშირად წერენ, რომ ვარსკვლავური წყვილი დაშორების პირას არის, მიზეზად კი მრავალ პრობლემასთან ერთად პიტის ახალი კინო-პარტნიორი სახელდება.
გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის თაყვანისმცემლების ოცნება ახდა და წყვილმა ახალი სიმღერა „Go Ahead and Break My Heart“ პირდაპირ მუსიკალური შოუს The Voice უკანასკნელი ეთერის ჩაწერაზე შეასრულა.
ბოლო დროს მსახიობი უმა ტურმანი დიდ ეკრანზე არც ისე ხშირად ჩნდება, თუმცა პრიალა ჟურნალები „მოკალი ბილის“ ვარსკვლავს არ ივიწყებენ. ამჯერად მსახიობი ესპანური Harper’s Bazaar-ის მაისის ნომერში გამოჩნდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, მაისის მეორე კვირას დედის დღეს აღნიშნავენ. ეს თარიღი აღნიშნეს კარდაშიან-უესტის ოჯახშიც, სადაც კანიემ ცნობილ მეუღლეს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა: რეპერმა საყვარელ ქალს ცოცხალი ორკესტრი პირდაპირ სახლში მიუყვანა.
„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონი ახლა დაიწყო და HBO უკვე ფინალისთვის ემზადება. სწორედ არხზე დაყრდნობით გაჩნდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სეზონის ბოლო სერია, „სამეფო კარის თამაშების“ არსებობის მანძილზე ყველაზე გრძელი იქნება.
ჟურნალ GQ-ს მაისის ნომრის სახე ლეონარდო დიკაპრიო უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ დღეებში ახალი კადრები გამოქვეყნდა, სადაც ლეოს გარდა სხბა ცნობილი მსახიობების ჩანან.
ჟურნალმა Billboard 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსები გამოავლინა. სულ რეიტინგში 40 შემსრულებელი მოხვდა, მის სათავეში კი ტეილორ სვიფტი განთავსდა. გამოცემის თანახმად, მომღერალმა 2015 წლის განმავლობაში 73,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ჯენიფერ ლოპესმა თავის ოფიციალურ YouTube-არხზე ახალი კლიპი „Ain’t Your Mama“ გამოუშვა. ვიდეოში მომღერალი და მსახიობი რამდენიმე როლს ირგებს - დიასახლისიდან დაწყებული, ტელეწამყვანით დამთავრებული. სიახლეს დადებითი შეფასებები მოჰყვა.
ჯგუფმა Radiohead თაყვანისმცემლებს რიგით მეცხრე დისკი „A Moon Shaped Pool“ წარუდგინა. ალბომის პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩია, რომელთან ერთადაც ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა თავისი ნამუშევრების უმეტესობა ჩაწერა.