LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოუბიზნესი

ჯასტინ ტიმბერლეიკი იმდენად მოხიბლა მამის ამპლუამ, რომ ბოლო თვეები სცენას ჩამოშორდა. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ მაისში მომღერალი ახალი სიმღერით ბრუნდება.
Red Hot Chili Peppers-მა ახალი სინგლის „Dark Necessities“ შესახებ გააკეთა ანონსი. კოლექტივის წევრების თქმით, სიმღერა ლიდ-სინგლი გახდება მათი ახალი სტუდიური ალბომისთვის, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს.
ინტერნეტში მეგან ტრეინორის აქამდე უცნობი სიმღერა „That’s What She Said“ მოხვდა. მსმენელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს „შემთხვევითობა“ ტრეინორის მიერვე არის შექმნილი და ის მეორე სტუდიური ალბომისადმი „Thank you“ ინტერესის მიპყრობის ერთგვარი საშუალებაა.
ადამ ლევინმა ორსულის ფორმა მოირგო. თავის „ინსტაგრამზე“ მუსიკოსმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ფეხმძიმე ცოლთან, მოდელ ბეჰატი პრინსლუსთან ერთად არის გადაღებული. „მე-20 კვირა და როგორც იქნა, მუცელი იზრდება“ - დააწერა ფოტოს ადამ ლევინმა.
45 წლის ნაომი კემპბელი მოდის ინდუსტრიის დაპყრობას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ შედგა მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე დაესწრო.
ბოლო პერიოდში, უცხოურ კინოებსა და სერიალებში ახალი ტენდენცია შეინიშნება - მთავარი გმირები სხვადასხვა ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციების ხდებიან.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ზაფხულს საქართველოში ყველა თქვენი მუსიკალური ოცნება ახდება. რობი უილიამსი – თბილისში, “მარუნ 5”, ლორენ ჰილი, ქუინსი ჯონსი, კრის ბრაუნი და სხვა ვარსკვლავები – ბათუმში ჩამოდიან. თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან მყვირალა ივენთი, რომლის შესახებ ჯერ არაფერი იცით და “ფორტუნა პლუსი“, ტრადიციისამებრ, პირველი მოგახსენებთ.
ბიონსეს ახალი ალბომი „Lemonade“ პრესტიჟული Billboard 200-ის სათავეში იმყოფება. მომღერალი გახდა პირველი, რომლის ექვსი რელიზი რეიტინგის სათავეში მოხვდა. მსოფლიოში პირველი ვიზუალური ალბომის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საუკეთესოა 2016 წლის განმავლობაში.
ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა, სკარლეტ იოჰანსონმა სიმღერაზე „Trust in Me“, რომელიც პოპულარულ პროდიუსერთან, მარკ რონსონთან ერთად აქვს ჩაწერილი, კლიპი გამოუშვა.
დიდიხნის მეგობრებმა, ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში ერთად ივახშმეს. გადაადგილების საშუალებად კი ვარსკვლავებმა მოტოციკლი შეარჩიეს, რომლის საჭესთანაც ბრედლი იჯდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიონსე და ჯეი-ზი დაშორების პირას არიან, პრესაში დიდი ხანია არსებობს. წყვილი ჯერ არ განქორწინებულა, მაგრამ პაპარაცებმა მოახერხეს და დააფიქსირეს, რომ ორივე მათგანი საქორწინო სვირინგებს გამოემშვიდობა.
ფილმში ლარა კროფტის შესახებ მთავარ როლს ოსკაროსანი ალისია ვიკანდერი შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. ფილმის რეჟისორი როარ უტჰაუტი გახდება, პროექტით კი სტუდიები MGM და GK Films დაკავდებიან.
რიანასა და კელვინ ჰარისის დუეტები - We Found Love და Where Have You Been საზოგადოებამ კარგად იცის. ორივე სიმღერამ მოხსნა რამდენიმე რეკორდი და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე პრესტიჟული ჩარტების სათავეებშიც იმყოფებოდა.