LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოუბიზნესი

ამერიკალმა მსახიობმა და მუსიკოსმა ჯარედ ლეტომ კრიმინალურ თრილერში „The Outsider“ მთავარი როლი მიიღო. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ლეტო სამხედრო პირს განასახიერებს, რომელიც იაპონურ ციხეში მოხვდება, მოქმედება კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდება.
ინტერნეტში პროდიუსერისა და The Black Eyed Peas-ის წევრის, will.i.am-ის ახალი თრექი - „Boys & Girls“ მოხვდა. სიმღერა მომღერალთან და მოდელთან, პია მიასთან ერთად არის ჩაწერილი და ის მუსიკოსეის მეხუთე ალბომის ლიდ-სინგლი გახდა. დისკის რელიზი მიმდინარე წელს იგეგმება. ალბომის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.
სელენა გომესი ახალგაზრდული სერიალის პროდიუსერი გახდება. დასავლური ტაბლოიდების თქმით, პროექტი FOX-ის ხმაურიანი სერიალის, „იმპერიის“ მსგავსი იქნება.
ბრიტანულმა სინტი-პოპ დუეტმა Hurts სიმღერაზე „Nothing Will Be Bigger Than Us“ კლიპი წარმოადგინა. ვიდეო მთლიანად ლონდონსა და მოსკოვში გამართული კონცერტების გამოსვლებისგან შედგება.
შარლიზ ტერონმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია „ფორსაჟის“ მერვე ნაწილში მონაწილეობის შესახებ. ამ მომენტისთვის შეთანხმების პირობები უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსახიობი უარყოფით პერსონაჟს განასახიერებს.
ბიონსე აქტიურად უწევს პოპულარიზაციას საკუთარ ლეიბლს Parkwood Entertainment. გუშინ, მომღერალმა თავისი პირველი მოსწავლეების კლიპი გამოაქვეყნა - მუსიკალურ დუეტს Chloe x Halle ჰქვია. გოგონებმა კლიპი სიმღერაზე „Drop“ გადაიღეს.
რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ადელის შესახებ გადაღებულ ბაიოპიკში მთავარ როლზე კომიკოსი რებელ უილსონი მოიაზრება.
მუსიკალური სცენის ვეტერანებმა, ჯგუფმა Aerosmith, შესაძლოა 2017 წელს არსებობა შეწყვიტოს. კოლექტივმა, რომელსაც ამჟამად მცირე პაუზა აქვს აღებული, მომავალ წელს შესაძლოა უკანასკნელი გასტროლი გამართოს. ამის შესახებ თავად სტივენ ტაილერმა განაცხადა.
ანჯელინა ჯოლის შემდეგ, სიგამხდრის კრიტიკა ამალ კლუნისაც შეეხო. დასავლურმა ტაბლოიდებმა ჯორჯ კლუნის მეუღლე „ჩონჩხად“ უკვე შერაცხეს. ამ დღეებში პაპარაცებმა ამალი ერთ-ერთი კლუბიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს.
დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ბიონსემ ჯეი-ზის მასთან ერთად ტურნეში წასვლა კატეგორიულად აუკრძალა. სულ მალე, მომღერალი თავისი ახალი ალბომის - „Formation“ მხარდასაჭერ კონცერტებს გამართავს, სადაც თან ჯეი-ზის წაყვანა არ სურს.
სერვის Apple Music-ზე ტეილორ სვიფტის ახალი კლიპის „New Romantics“ პრემიერა შედგა. ვიდეო ტეილორის უკანასკნელი ალბომის -„1989“ მხარდასაჭერი გამოსვლებისგან შედგება, თაყვანისმცემლებისთვის განსაკუთრებულ საჩუქრად კი კლიპში მომღერლის ექსკლუზიური აუდიო-კომენტარია.