LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სიმღერა, რომელსაც შემოდგომაზე უნდა მოუსმინოთ (ვიდეო)

2704
shutterstock-338879441

თუკი ფიქრობთ, რომ მხოლოდ გაზაფხულს, საკურორტო რომანებით დატვირთულ ზაფხულს და შობა-ახალი წლის მოლოდინით აღსავსე ზამთარს აქვს კუთვნილი მუსიკალური ტრეკები, გვინდა გითხრათ, რომ ცდებით. წვიმიან დღეებს, ფოთოლცვენას და კარგად დავიწყებული, საყვარელი შარფის კარადიდან გამოღებას არაფერი სჯობია.

შეიქმენით განწყობა, “ფორტუნა პლუსი” შემოდგომაზე მოსასმენ 10 საუკეთესო ტრეკს გთავაზობთ:

Autumn in New York – Ella Fitzgerald & Louis Armstrong

აღნიშნული კომპოზიცია მარტივად წარმოგადგენინებთ თავს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში.

Wake Me Up When September Ends Green Day

დრამა, სენტიმენტალიზმი და ტრაგიზმი, თანაც ჯერ კიდევ სექტემბერია.

“Autumn Sweater” – Yo La Tengo

კიდევ ერთი კომპოზიცია სექტემბრის განწყობით, „Autumn Sweater“ – იდეალურად ერწყმის შემოდგომის დილას და თქვენს საყვარელ სვიტერს.

“Gone Till November” – Wyclef Jean

აღნიშნული სიმღერის მოსმენა წელიწადის ოთხივე დროს შეგიძლიათ, მაგრამ განსაკუთრებით შემოდგომაზე ?

“Autumn Almanac” – The Kinks

როდესაც ფოთლების ცვენა გარკვეულ მეტამორფოზას მოასწავებს, გადავინაცვლეთ ნოემბრის თვეშიც, არანაირი სენტიმენტალიზმი! ფეხბურთი, თითო კათხა ლუდი და მეგობრების გარემოცვა ?

“Harvest Moon” – Neil Young

სავსე მთვარე და შემოდგომა, დიახ, ეს უკვე ზედმეტი რომანტიკაა, განსაკუთრებით აღნიშნული მელოდიის  ფონზე…

“Leaves That Are Green” – Simon & Garfunkel

“მწვანე ფოთლები ყვითლდება” – ამით ყველაფერია ნათქვამი.

“Dead Leaves and the Dirty Ground” – The White Stripes

თამამი ნაბიჯები, ყვითელი ფოთლებით მოფენილ ქუჩაზე თავის გასაგიჟებელ, კუთვნილ სიმღერას იმსახურებს ??

“November Rain” – Guns N’ Roses

როგორც წესი, შემოდგომა სიყვითლესთან და სიყვარულთან ასოცირდება, მხოლოდ Guns N ’Roses-მა მოახერხა დაეწერა “Сold Noveember rain”- ათეულს ყველა დროის, ყველაზე დრამატული კომპოზიციით ვხურავთ.

თბილ, ოქროსფერ და მხოლოდდამხოლოდ დადებითი ემოციებით დატვირთულ 2019 წლის შემოდგომას გისურვებთ ☀????

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები