1984 წელს, ჟურნალ Cosmopolitan-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე ბოლოჯერ დაიბეჭდა მამაკაცი, ის გახლდათ ბრიტანელი მომღერალი, ბოი ჯორჯი. მას შემდეგ, ჟურნალის გარეკანზე მამრობითი სქესის წარმომადგენელი არ გამოჩენილა და აი, 2019 წლის Cosmopolitan-ის ბრიტანული ვერსიის გარეკანისთვის 32 წლის  ამერიკელი სტილისტი, ჯონათან ვან ნესი გადაიღეს. იღბლიან მამაკაცს, კრისტიანა სირიანოს მიერ შეკერილი ატმისფერი კაბა აცვია.

გარეკანზე კი წერია: „დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ”

ტეგები: Cosmopolitan
კატეგორიები: შოუბიზნესი