LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ბრუკლინი სახლისთვის ფულს ვაგროვებთ“ – მილიარდერი ნიკოლა პელტცი

477
Untitled.pngasdfsdf

ბექჰემების რძალმა, 28 წლის ნიკოლა პელტცმა გამოცემა Cosmopolitan-ის მარტის ნომერი დაამშვენა. ინტერვიუში მან კარიერაზე, ბრუკლინთან ურთიერთობაზე, სამომავლო გეგმებსა და დედამთილთან, ვიქტორია ბექჰემთან „ბრძოლაზე“ ისაუბრა.

„სანამ ადამიანები გამაკრიტიკებენ, მინდა უკეთ მიცნობდნენ. რაც შეეხება ვიქტორია,  მე ეს ასჯერ ვთქვი და კიდე გავიმეორებ, არანაირი ბრძოლა არ არსებობს ჩემსა და ჩემს დედამთილს შორის… მე და ბრუკლინს, ორივე გვიყვარს ნიუ-იორკი, თუმცა, ლოს-ანჯელესში გვსურს დასახლება და სწორედ იქ გვიდა შვილების გაზრდა,  ჩვენ ახალა  ოცნების სახლისთვის ფულს ვაგროვებთ“, – აცხადებს მილიარდერი ნიკოლა.

ცნობისთვის, ნიკოლას მამა ნელსონ პელტცი ცნობილი ბიზნესმენია, მისი ქონება 2,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ცნობილი გახდა ნიკოლა და ბრუკლინ ბექჰემების ქორწილის ორგანიზატორებთან დაპირისპირების მიზეზი

„გულწრფელი ღიმილი თუ მოჩვენებითი ბედნიერება?“ – „ბექჰემების კლანის“ უახლესი ფოტოები „პარიზის მოდის კვირეულიდან“

„გამოწვევა დედამთილს“ – ნიკოლა პელტცი იტალიური ბრენდის GCDS სახე გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები