LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის ჯუდ ლოუ მე-6 შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

621
safe-image

ორი თვის წინ, 47 წლის მსახიობი ჯუდ ლოუ მეექვსე შვილის მამა გახდა. ლოუსა და მის 33 წლის მეუღლეს, ფილიპა კოენს  პირველი საერთო შვილი შეეძინათ. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

სულ ცოტა ხნის წინ, 6 შვილის მამა საზოგადოების წინაშე 2 თვის შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა. ლოუ საოცრად ბედნიერი იყო. ის ლონდონის ქუჩებში მომღიმარი სახით სეირნობდა და შვილს გამუდმებით ეთამაშებოდა. საბავშვო ეტლით მოსეირნე ამაყი მამა ელეგანტურად გამოიყურებოდა, მან არჩევანი ხავერდის პიჯაკზე შეაჩერა,  ბავშვს კი თეთრი ქუდი ეხურა და ყვითელი შარვალი ეცვა.

ფოტომ ინტერნეტი დაიპყრო: „როგორი ემოციურია“, „საუკეთესო მამა“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, ჯუდ ლოუ და ფილიპა კოენი 2019 წელს დაქორწინდნენ. ლოუს ყოფილი მეუღლეებისგან ხუთი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები