ნიკოლას კეიჯსა და მის მეუღლეს, რიკო შიბატას ქალიშვილი შეეძინათ. როგორც გამოცემა People წერს, გოგონას ავგუსტა ფრანჩესკა დაარქვეს. ეს არის პირველი საერთო შვილი მეუღლეებისთვის, იქამდე კეიჯს უკვე ჰყავს ორი ვაჟი წინა ქორწინებებიდან.
შეგახსენებთ, რომ კეიჯისა და შიბატას ურთიერთობა 2020 წელს დაიწყო, 2021 წელს წყვილმა ლას-ვეგასში იქორწინა.
საინტერესოა, რომ 58 წლის ნიკოლას კეიჯი 30 წლით უფროსია თავის მეუღლეზე.