LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

78 წლის პოლ მაკკარტნი შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია – პაპარაცული ფოტოები

218
page

ახალი წლის დღეეების გასატარებლად ლეგენდარული პოლ მაკკარტნი  და მისი მეუღლე,  ნენსი შეველი კარიბის ზღვას ესტუმრნენ. გასულ კვირას 78 წლის პოლი და 61 წლის ნენსი სახლის ეზოში დააფიქსირეს, წელს ზევით შიშველი პოლი მეუღლეს ვნებიანად ეხვეოდა, ნენსი სუფთა ჰაერზე ხალათით იყო გამოსული. საზოგადოების ყურადღება პოლის ვარცხნილობამ მიიპყრო, მას თმებზე კიკინა ეკეთა.

78 წლის პოლ მაკკარტნი კიკინით და რომანტიკული დილა მეუღლესთან - პაპარაცული ფოტოები

როგორც ჩანს, სერ პოლსა და მის მეუღლეს საოცრად რომანტიკული დილა ჰქონდათ. წელს ზევით შიშველი პოლი მეუღეს ვნებიანად ეხვეოდა

თუკი გგონიათ, რომ 78 წლის პოლი ასაკის შესაბამისად ისვენებს ცდებით. პაპარაცებმა წყვილი იახტაზე, საკმაოდ აქტიურ ვითარებაში დააფიქსირეს. როგორც ჩანს, პოლი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, ის იახტიდან წყალში ხტებოდა და ენერგიულად ცურავდა. წყვილი არაჩვეულებრივ განწყობაზე იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები