ლეგენდარულმა მუსიკოსმა პოლ მაკკარტნიმ ახალი ალბომი გამოუშვა, რომელიც გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვება. McCartney III ლეგენდარული მუსიკოსის მიერ გამოშვებული ორი ალბომის, McCartney-სა და McCartney II-ის გაგრძელებაა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ალბომი არტისტმა 1970 წელს, მეორე კი 1980 წელს გამოუშვა. 78 წლის მაკკარტნიმ ალბომზე ლოქდაუნის დროს იმუშავა.
Watch a special video message from Paul, on the eve of the #McCartneyIII release! Head to Paul's new page on @talkshoplive to check it out: https://t.co/V6PuiwuJAI pic.twitter.com/IXTn5PQF5M
— Paul McCartney (@PaulMcCartney) December 17, 2020
ცნობისთვის, ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის წევრები, პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი ერთობლივ მინი-ალბომს გამოუშვებენ. აღსანიშნავია, რომ არტისტებმა უკვე ჩაწერეს კომპოზიციის A Beautiful Night ახალი ვერსია.
მაკკარტნის განცხადებით, ის დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა რინგო სტარს, ერთობლივი ალბომის შექმნას და აი, როგორც იქნა, ლივერპულელი ოთხეულის წევრები კვლავ გაერთიანდებიან.