LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ABBA ერთიანდება და ორი სიმღერის გამოშვებას გეგმავს

296
PVCnDfoGbfWdEmZ-800x450-noPad

თვის დასაწყისში ლეგენდარული შვედური ჯგუფის ABBA-ს სახელი კვლავ ბევრეჯ გაჟღერდა.

„ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა შვედური ჯგუფის 1974 წელს გამოსული კომპოზიცია, Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დაასახელეს.

Abba-ს Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა

1974 წელს ჯგუფმა სწორედ ამ სიმღერით გაიმარჯვა „ევროვიზიის“ კონკურსზე და ამავე  კომპოზიციით გაითქვა სახელი, ის ჯგუფის პირველი სინგლია და დღემდე მისი 6 მილიონი ასლია გაყიდული

ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც საზოგადოება საოცრად გაახარა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმა ტელეკომპანია CNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფი წელს ახალი სიმღერების გამოშვებას გეგმავს. კვარტეტს უკვე ორი სიმღერა აქვთ მზად, I Still Have Faith In You და Don’t Shut Me Down. 

შეგახსენებთ, ჯგუფი Abba 1972 წელს, სტოკჰოლმში  შეიქმნა, კვარტეტმა 10 წელი იარსება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები