24 წლის მოდელი, სოფია რიჩი გათხოვდა. მან მუსიკალურ პროდიუსერზე, ელიოტ გრეინჯზე იქორწინა. გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი ფრანგულ რივიერაზე, Hotel du Cap-Eden-Roc-ში გაიმართა. სტუმრებს შორის უამრავი ვარსკვლავი იყო მიწვეული.
ამ დღეს პატარძალს „შანელის“ თეთრი საქორწინო კაბა ამშვენებდა.
საკურთხევლისკენ პატარძალი მისმა ლეგენდარულმა მამამ, ლაიონელ რიჩიმ მიაცილა. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა შთამბეჭდავი ფოტოები.
მეფე კარლის კორონაციაზე ლაიონელ რიჩი და კეტი პერი იმღერებენ