LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზონმა“ საკუთარ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული პლანშეტი წარადგინა

133
Amazon-tablet

„ამაზონმა“ საკუთარ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული პლანშეტი წარადგინა. ახალი მოდელი Amazon Fire Max 11  კომპანიის ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მრავალმხრივი ტაბლეტია.

სიახლე Fire HD 10-ზე 50%-ით უფრო სწრაფია. ის ასევე არის „ამაზონის“ პირველი ტაბლეტი თითის ანაბეჭდის სკანერით. ახალი პროდუქტი გაყიდვაში ივნისის თვეში ჩაეშვება. მისი ფასი კი 230 დოლარია.

მოწყობილობას დამატებითი აქსესუარების მხარდაჭერა აქვს, მათ შორის მოსახსნელი კლავიატურა და „სტილუსი“, რომელიც 4096 დონის მგრძნობელობით გამოირჩევა. ელემენტის ხანგრძლივობა 14 საათამდე გრძელდება. მისი ზომებია 259.1 x 163.7 x 7.5 მმ, ხოლო წონით 490 გრამს შეადგენს. Amazon Fire Max 11-ის ფასი 230 დოლარია.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები